ზაქრო გვიშიანის ინფორმაციით, ბავშვები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ერთ-ერთი ბავშვის მშობლის, ზაქრო გვიშიანის ინფორმაციით, ბავშვები დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, „ჯივინოსტატი“ საქართველოში 7 სექტემბერს შემოვიდა და ამ ეტაპზე, ექიმების გადამზადება მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, მედიკამენტს მიიღებს ყველა, ვინც 6 წლიდან ზევით ასაკისაა და ეტლს არაა მიჯაჭვული.

„ჯივინოსტატი“ შემოსულია, 7 სექტემბერს ღამე ჩამოვიდა. კომპანიის წარმომადგენლებთანაც გვქონდა შეხვედრა. „ჯივინოსტატი“ უკვე საქართველოშია და უახლოეს პერიოდში უკვე ბავშვები მიიღებენ. კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ძალიან სწრაფად მოხდა საქართველოს შემთხვევაში ამის მიღწევა. ჩვენ მშობლებიც ვესწრებოდით ამ შეხვედრას.

ბავშვები მედიკამენტის მიღებას დაიწყებენ ოქტომბრის თვიდან. ახლა ექიმების გადამზადება ხდება, ტრენინგები ტარდება. შესაძლოა, უკვე მიიღონ ოქტომბრის დასაწყისიდან, თუმცა ოქტომბრის თვეს არ გაცდება ბავშვებმა რომ მიიღონ მედიკამენტი.

ამ მედიკამენტის მიღება 6 წლიდან ბავშვებშია შესაძლებლები, რომლებიც დადიან და არ არიან ეტლს მიჯაჭვულები. გათვლილია ყველაზე. წამლის მიღებას ზედა ზღვარი არ აქვს, თუმცა ეტლს არ უნდა იყოს მიჯაჭვული“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად