კახა კალაძე - რუსთაველის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს - გავაგრძელებთ სამუშაოებს, რომ ძალიან სწრაფად დავამთავროთ, ნოემბრის ბოლოს დასრულდება ყველაფერი

რუსთაველის გამზირზე სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გავაგრძელებთ სამუშაოებს, რომ ძალიან სწრაფად დავამთავროთ ყველაფერი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ნოემბრის ბოლოს დასრულდება ყველაფერი.

„რუსთაველის გამზირზე მნიშვნელოვანი სამუშაოები მიმდინარეობს. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის მოწესრიგება, განახლება. პირველი რაც კეთდება, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება. სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია პირველივე დღიდან სამუშაოებში. ჩვენი დაპირება იყო, რომ 15 სექტემბრამდე ერთი გარკვეული მონაკვეთი გაკეთებული იქნებოდა, ავტომობილებით გადაადგილება შესაძლებელი იქნებოდა. ეს შესრულდა. როგორც ავტომობილებისთვის, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შესაძლებელია გადაადგილება ჭოველიძიდან ელბაქიძის აღმართამდე.

ამან გარკვეულწილად შეამსუბუქა ის მძიმე მდგომარეობა, რაც გადაადგილების თვალსაზრისით იყო. ცხადია, სამუშაოები ბოლომდე დასრულებული არ არის. იცით, რომ ნოემბერში, ნოემბრის ბოლოს დასრულდება ყველაფერი, მანამდე გარკვეული შეზღუდვები იქნება, გადაადგილების დისკომფორტი, რისთვისაც ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას. სხვანაირად ამ ტიპის სამუშაოები შეუძლებელი იქნებოდა.

გავაგრძელებთ სამუშაოებს, რომ ძალიან სწრაფად დავამთავროთ ყველაფერი“,- აღნიშნა კალაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად