დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც, დედა განსაკუთრებული იყო და მინდა ყველას გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, დედის სიყვარული განსაკუთრებულია.
„რამდენიმე დღის წინ დედა გარდამეცვალა. უამრავმა ადამიანმა დამირეკა, მომწერა, გაიზიარა ჩემი და ჩემი ოჯახის ტკივილი. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო.
დედის სიყვარული ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვისაც, დედა განსაკუთრებული იყო და მინდა ყველას გთხოვოთ, ვისაც დედები გყავთ, გაუფრთხილდით, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ, რადგან დედის სიყვარული განსაკუთრებულია. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო როგორც ჩემი, ისე ჩემი ოჯახის დაფასებისთვის“,- აღნიშნა კალაძემ.