ტატა ხვედელიანი - თამაზ ბორაშვილზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება სუს-ში შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ

დღესდღეობით ტენდენცია არის ის, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება თავისი ფუნდამენტური ფუნქციების შესრულებას - შესაბამისად, ბორაშვილზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ტატა ხვედელიანმა სუს-ის უფროსობის კანდიდატზე, თამაზ ბორაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ისევე როგორც სუს-ი, სხვა უწყებებიც არათუ ხალხს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების“ პარტიული ვერტიკალის გაძლიერებას ემსახურებიან.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გახლავთ საკვანძო უწყება ჩვენს ქვეყანაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხისა და ქვეყნის უსაფრთხოებას, ასრულებდეს მნიშვნელოვან ფუნქციებს და ემსახურებოდეს ხალხს. თუმცა დღესდღეობით ვხედავთ, რომ ისევე, როგორც სუს-ი, სხვა უწყებებიც არ ემსახურება ხალხს და ისინი ემსახურებიან მხოლოდ და მხოლოდ “ოცნების“ პარტიული ვერტიკალის გაძლიერებას. შესაბამისად, იმის მიუხედავად, რომ ბატონ ბორაშვილს, მის წინამორბედებთან შედარებით, შეიძლება უფრო მეტი ოპერატიული გამოცდილება აქვს და პროფესიული თვალსაზრისით უფრო მეტად იცნობს შიდა სამზარეულოს, ასევე ის არის ერთადერთი კარიერული უსაფრთხოების თანამშრომელი, რომელიც ბოლო წლებში სუს-ის უფროსად დაინიშნა, დღესდღეობით ტენდენცია არის ის, რომ არცერთი სახელმწიფო უწყება არ ემსახურება თავისი ფუნდამენტური ფუნქციების შესრულებას. შესაბამისად, მასზე ნაკლები რამ იქნება დამოკიდებული, ისიც იძულებული იქნება შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მისი წინამორბედები ასრულებდნენ. ეს, საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტების უპატივცემულობას ნიშნავს, რადგან მაშინ, როდესაც ეს უწყებები ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს, ისინი „ოცნების“ გაძლიერებას და მხოლოდ ერთი ადამიანის კომფორტს ემსახურებიან”, - განაცხადა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად