“ქართული ოცნების“ დეპუტატს, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.
პრემიერმა ბითაძე კულტურის მინისტრად დანიშნა, რითაც მან პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავა.
კენჭისყრის ბოლოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბითაძეს კულტურის მინისტრად დანიშვნა მიულოცა და ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.