ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კანადასთან „ასოცირებული წევრობის“ საკითხზე იმუშავებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კანადის პრემიერ-მინისტრ მარკ კარნის მიმართა, რომელიც ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას ესწრება.
„მარკ, ევროპასა და კანადას დემოკრატიის სჯერათ. მათ სჯერათ იმისა, რომ ძალაუფლება არ ეკუთვნის ყველაზე ძლიერს, ყველაზე მდიდარს და ყველაზე ხმამაღლა მოსაუბრეს, არამედ ის თითოეულ ჩვენგანს ეკუთვნის. დემოკრატიებს თავისუფლება აქვთ იმისა, რომ თავად აირჩიონ, თუ ვისთან ითანამშრომლონ. ასე რომ, ჩვენ ძალებს საკუთარი ნებით ვაერთიანებთ“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ევროკავშირს სურს, კანადასთან ურთიერთობები უმაღლეს დონეზე ავიდეს.
„ასე რომ, მსურს თქვენთან ერთად ვიმუშაო, რათა კანადას კარი გავუღოთ, რომ ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.