ლევან ლორთქიფანიძე - შემაძრწუნებელია კობახიძის განცხადება, ქვეყანა დამოკიდებულია იმაზე, რუსი ტურისტი ჩაქვის ბაზრობაზე იყიდის თუ არა ყველს და იქირავებს თუ არა ბინას? - არ შეიძლება ამან ქვეყანაში რეცესია, უბედურება და გაღარიბება გამოიწვიოს

ძნელი წარმოსადგენია, იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 50%-მა შესანიშნავად იცის რუსული ენა, რუსოფობია ასე მასობრივი პრობლემა იყოს. ძნელი წარმოსადგენია ქვეყანაში, სადაც მოქალაქეთა უმეტესობას წაკითხული აქვს დოსტოევსკი, ტოლსტოი, ბულგაკოვი, პუშკინი და ა.შ. რუსოფობია ასეთი მძლავრი და სერიოზული პრობლემა იყოს,- ამის შესახებ "მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ლორთქიფანიძემ ქვეყანაში რუსოფობიასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, ის ქვეყანაში რუსოფობიის პრობლემას ვერ ხედავს.

„მე რუსოფობიის პრობლემას ქვეყანაში ვერ ვხედავ, მაგრამ როდესაც პრემიერ-მინისტრი იწყებს საუბარს, რომ გავმიჯნოთ პოლიტიკური და სოციალური ურთიერთობები, გავმიჯნოთ სახელმწიფოთაშორისი და ხალხებს შორის ურთიერთობა, მისი მიზანია, პოლიტიკურ საკითხებზე აღარ ვილაპარაკოთ და აქცენტი აღარ დავსვათ.

რატომ არის რუსოფობია, როდესაც საფრთხეს ვგრძნობთ იმ ქვეყნისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული? რატომ არის რუსოფობია, როცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ვერ ახერხებს საცხოვრებელი სახლის ყიდვას და ამ დროს შენდება კორპუსები, სადაც ბინებს მხოლოდ ერთი ერის წარმომადგენლები ყიდულობენ? რატომ არის რუსოფობია, როცა სხვადასხვა ქალაქში ვხედავთ რუსების მიერ შექმნილ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს, სკოლებსა და მაღაზიებს? როცა ვხედავთ, რომ ჩვენი დამპყრობელი ქვეყანა ჩვენს წიაღში პატარა სახელმწიფოს ქმნის და ცდილობს პრივილეგიები მოიპოვოს, ადამიანებს უჩნდებათ ბუნებრივი წინააღმდეგობა და პროტესტი. ამას ვხედავ მეც და სრულიად ადეკვატურია, რომ საქართველოში რუსეთის მიმართ არსებობს კრიტიკული განწყობები“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის მიერ დასმულ კითხვას: რატომ არ იყო მიუღებელი რუსი ტურისტის შემოსვლა წინა ხელისუფლების დროს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, პოლიტოლოგის თქმით, „ირაკლი კობახიძის შეკითხვები შეიძლება ლეგიტიმური იყოს ოპოზიციური პარტიების აქტივისტების 2%-ის ან 10%-ის მიმართ“.

„მაგრამ მთელი საქართველო ოპოზიციური პარტიის აქტივისტი ხომ არ არის? ირაკლი კობახიძემ ეს პრეტენზია შესაძლოა წაუყენოს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს დარბიან პლაჟებზე ბანერებით და მაშინ არ დარბოდნენ, მაგრამ მთელ საზოგადოებას რას ერჩით და ყველას ერთ ქვაბში რატომ ხარშავთ?

რატომ საუბრობს რუსოფობიაზე, რომელიც რუსეთის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი სეგმენტია? რუსები ამბობენ, რომ საკუთარი იმიჯისა და რეპუტაციის გასაზრდელად თუ გასაუმჯობესებლად, მომიჯნავე სახელმწიფოებში უნდა დაიწყონ ბრძოლა რუსოფობიის წინააღმდეგ და ისაუბრონ არა იმ პრობლემებზე, რომლებიც მათ საგარეო პოლიტიკას აქვს, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებზე, თითქოს მათ რუსები ეზიზღებათ.

ძალიან ბევრი ანტიპუტინისტი რუსი აქტივისტი ცხოვრობს თბილისში, მაგრამ რუსებზე საუბრისას მხოლოდ დოსტოევსკი და ტოლსტოი გვახსენდება და არ გვახსენდება პუტინი, ჟირინოვსკი, ლებედი, ირონოვი და 9 აპრილის შემოქმედნი. სწორედ ამ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე, ერთი მხარე მხოლოდ სისხლის ღვრას ხედავს, მეორე კი მხოლოდ დოსტოევსკისა და ტოლსტოის“,- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ისეთი უნდა იყოს, რომ ტურისტების ქცევის ცვლილებისას ქვეყნის ეკონომიკამ რეცესია არ განიცადოს.

ირაკლი კობახიძემ შემაძრწუნებელი რამ თქვა, რომ „რუს ტურისტებს ეკონომიკისთვის იმხელა მნიშვნელობა აქვს, რომ მათმა ქცევის ცვლილებამ შესაძლოა რეცესია გამოიწვიოსო“. ანუ, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია იმაზე, რუსი ტურისტი ჩაქვის ბაზრობაზე იყიდის თუ არა ყველს და დაიქირავებს თუ არა საძინებელ ოთახს. ამ ტიპის ეკონომიკა შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ და გვეუბნება, რომ თუ სხვა ტიპის ეკონომიკა გინდათ, ეს ნიშნავს ტურიზმის ბრუნვის 4 მილიარდიდან 400 მილიონამდე ჩამოსვლას. არა! ტურიზმის დანგრევას არავინ ითხოვს, შემოსავალი 4 მილიარდიც იყოს და 10-იც, მაგრამ ტურიზმს, მით უმეტეს რუსი ტურისტების მოქმედებებს, ჩვენს ეკონომიკაში არ უნდა ჰქონდეს იმხელა წილი, რომ მათმა ქცევის ცვლილებამ ქვეყანაში რეცესია, უბედურება და გაღარიბება გამოიწვიოს.

შესაბამისად, გარდა იმისა, რომ კრემლის პოლიტიკას ატარებენ, რუსოფობიის თემის წამოწევა დღეს ემსახურება ერთ მიზანს, ტურისტთა ნაკადების შემცირების შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ვეღარ შეძლებს იმ ციფრების ჩვენებას, რომლებითაც გვეუბნება, რომ ეკონომიკა ყვავის და მწვერვალებს აღწევს“,- განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად