ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ, „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს.

როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ კოლუმბიის ოლქის სასამართლოს 11 სექტემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რაც Justia U.S. Law-ს ვებგვერდზე ვრცელდება. გადაწყვეტილება მოსამართლე ამიტ პ. მეჰტას მიერ არის ხელმოწერილი.

სასამართლო დადგენილება უკავშირდება საქართველოს მხრიდან არბიტრაჟის გადაწყვეტილების აღსასრულებლად სასამართლო გარჩევის შეჩერების მცდელობას, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების მიერ ჰიდროელექტროსადგურ „ნამახვანჰესის” 800 მლნ დოლარის პროექტის დახურვას მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ 433 მეგავატის სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საკითხს საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვა, რამდენიმე საპროტესტო აქციაც გაიმართა. საბოლოოდ კი, 2021 წლის სექტემბერში, ENKA-მ საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება შეწყვიტა და უკვე ოქტომბერში საარბიტრაჟო დავაც დაიწყო.

კომპანიამ არბიტრაჟს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო მიმართა, რაც საინვესტიციო შეთანხმების მოშლას უკავშირდებოდა.

2024 წლის დეკემბერში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ „ენკასთან“ საარბიტრაჟო დავა წააგო. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებით, ქვეყანას „ენკასთვის“ 383.2 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. კომპენსაციას თან ახლავს საპროცენტო განაკვეთი, SOFR+4%, რაც თანხის ძირს თითოეულ გადაუხდელ კვარტალზე ერიცხება და მთლიანობაში უკვე 400 მლნ დოლარს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

2025 წლის დასაწყისში საქართველომ პარიზის სააპელაციო სასამართლოში არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა, კომპანიამ კი გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით აშშ-ს სასამართლოს მიმართა. სასამართლოს ჩანაწერის მიხედვით, ENKA Renewables-მა კოლუმბიის ოლქის სასამართლოს იმიტომ მიმართა, რომ აშშ არბიტრაჟის შესახებ საერთაშორისო კონვენციის ხელმომწერია და მოდავე მხარეებს მისი იურისდიქციის გამოყენება შეუძლიათ.

ამდენად, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ ENKA-მ მიერ წარდგენილი 2024 წლის დეკემბრის განაჩენი აღსრულებაში მოიყვანა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ Enka Renewables თურქული საინჟინრო-ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილი კომპანიაა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად