ბელარუსი 25 პატიმარს გაათავისუფლებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა ჯონ კოულმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
„კეთილი ნების ჟესტის სახით ბელარუსი 25 ადამიანს გაათავისუფლებს. თავის მხრივ, აშშ ორ ბელარუსულ კომპანიას „ლაკოკრასკასა“ და „ბელესბუმპრომს“ სანქციებს მოუხსნის“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, აშშ-მა და ბელარუსმა მოლაპარაკებებზე მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს.
„დარჩენილი საკითხების მოგვარებაზე მუშაობა გაგრძელდება. როდესაც ყველა საკითხი მოგვარდება და შეთანხმდება, მაშინ დამატებითი პირების გათავისუფლება და ბელარუსული კომპანიებისთვის სანქციების მოხსნა მოხდება“, - აღნიშნა კოულმა.