ჰააგის ომის დანაშაულების სასამართლომ კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ჰაშიმ ტაჩი, 1998-1999 წლების კოსოვოს ომის პერიოდში ჩადენილი მკვლელობებისთვის, წამებისთვის და უკანონო დაკავებებისთვის დამნაშავედ ცნო და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,- ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ტრიბუნალის განცხადებით, ტაჩის თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, კონფლიქტის დროს პარტიზანული დაჯგუფების „კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის“ მეთაურის რანგში, 98 პოლიტიკური ოპონენტის მკვლელობისთვის.
ჰაშიმ ტაჩი ჰააგაში 2020 წლის ნოემბერში დააკავეს. კოსოვოს ყოფილი პრეზიდენტი ყველა ბრალდებას უარყოფს.