პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე მაია ბითაძე ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატმა თორნიკე ჭეიშვილმა შეცვალა.
ჭეიშვილი ახალ თანამდებობაზე 81-ხმით, ერთხმად აირჩიეს.
მაია ბითაძე კულტურის მინისტრად დაინიშნა. პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების გამო, მას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.