ირაკლი კირცხალია - გახარიას პარტიას ჰქონდა შანსი - ვხედავთ, პარლამენტში როგორ იქცევიან, იმ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც კონსტიტუციური წყობილების არაღიარების პოლიტიკა ჰქვია, ამას თითოეული აგენტი მიჰყვება, ესენი კი, ამ შენობიდან

გახარიას პარტია კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებს - პარტიის აკრძალვას ვითხოვთ, მაგრამ მანდატების შეჩერებას არ ვითხოვთ - ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე

გახარიას პარტია კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებს - პარტიის აკრძალვას ვითხოვთ, მაგრამ მანდატების შეჩერებას არ ვითხოვთ - ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ასაკრძალ პარტიათა სიაში „გახარია საქართველოსთვის” დამატებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წარმომადგენლები იმ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც „კონსტიტუციური წყობილების არაღიარების პოლიტიკა ჰქვია“.

„გახარიას პარტია კონსტიტუციურ წყობილებას არ აღიარებს. მათ ჰქონდათ შანსი. კიდევ ერთხელ ვანახეთ საზოგადოებას, რომ საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს 2024 წელს და მანდატები მოიპოვეს. შემდეგ ვნახეთ, კოლექტიური "ნაცმოძრაობა" ხალხის ნებას როგორ მოექცა და ვინაიდან ამათ გადაწყვეტილი ჰქონდათ და შემოვიდნენ - მათი უფლებამოსილება ვაღიარეთ. ამით კიდევ ერთხელ პატივი იმ ამომრჩეველს ვეცით, რომელთაც მათ ხმა მისცეს. ეს ლუსტრაცია იყო, თუ რას გააკეთებდნენ პარლამენტში. ვხედავთ, პარლამენტში რას აკეთებენ, როგორ იქცევიან, რა დღის წესრიგს მიჰყვებიან. იმ დღის წესრიგს მიჰყვებიან, რასაც ჰქვია კონსტიტუციური წყობილების არაღიარების პოლიტიკა. ამას თითოეული აგენტი მიჰყვება, ესენი კი, ამ შენობიდან. პარტიის აკრძალვას ვითხოვთ, მაგრამ მანდატების შეჩერებას არ ვითხოვთ. ეს იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოებამ დაინახოს, როგორია აგენტურის სახე”, - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო სასამართლოს პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აკრძალვასთან დაკავშირებითაც მიმართავს.

მიმდინარე კვირაში საკონსტიტუციო სასამართლოს წარედგინება საკონსტიტუციო სარჩელი, რომელსაც დაემატება ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად