ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, „ლელო“ მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ დაიწყოს სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ქეთევან თურაზაშვილის განცხადებით, „ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს, „ქართულმა ოცნებამ“ დაუყოვნებლივ დაიწყოს სკოლებში უფასო კვების დანერგვის საკითხზე მუშაობა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა დაპირება და არ დანერგა სკოლებში უფასო კვება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებისთვის ბავშვი პრიორიტეტი არ არის.

„საქართველოს სკოლებში ბავშვები ისევ შიმშილობენ! უკვე მერამდენე წელია, „ქართულმა ოცნებამ" არ შეასრულა დაპირება და არ დანერგა სკოლებში უფასო კვება. UNICEF-ის და „საქსტატის“ ერთობლივი მონაცემებით, მოსწავლეების 35% არასდროს იკვებება სკოლის პერიოდში, რაც მათ ჯანმრთელობაზე და გონებრივ შესაძლებლობებზე უარყოფითად აისახება. სწორედ ამიტომ, „ძლიერი საქართველო - ლელო” მოითხოვს "ქართული ოცნებისგან", დაუყოვნებლივ დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა. პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით ბავშვების კვება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდება მხოლოდ 147 მილიონი. აქვე შეგახსენებთ, როდესაც მილიონები იხარჯება ბიუროკრატიისთვის, თანამდებობის პირების ხელფასების, პრემიებისა თუ დანამატებისთვის, უხარისხო კონცერტებისთვის, "ქართული ოცნება" ვერ იტყვის, რომ თანხები ვერ მოიძებნა. საქმე ფულში არ არის, საქმე პრიორიტეტებშია. ყველამ ვიცით, რომ „ქართული ოცნება" ვერ საზღვრავს პრიორიტეტებს და მათთვის ბავშვი პრიორიტეტი არ არის. საქართველოს სკოლების უდიდეს ნაწილში არ არის ბუფეტები. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, იქ არის არაჯანსაღი საკვები, ძირითადად, ცომეული და ამ არაჯანსაღ საკვებსაც კი ვერ ყიდულობენ ბავშვები, რადგან ძალიან ძვირია. მაგალითისთვის, ერთი ბოთლი პატარა წვენი 3 ლარი ღირს და მშობლების უმეტესობას ნამდვილად არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დღეში 5 ლარზე მეტი გაატანონ ბავშვებს სკოლაში. ისიც ვიცით, რომ საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომლებიც უსახსრობის გამო დილით შვილებს ვერ ასაუზმებენ. 14 წლის განმავლობაში გვესმის მხოლოდ დაპირება „ქართული ოცნებისგან", თუმცა მათ ვერ შეძლეს დაენერგათ უფასო კვება სკოლებში. შეგახსენებთ წალენჯიხის წარმატებულ მაგალითს, რომელიც ჩვენი გუნდის, "ძლიერი საქართველოს - ლელოს" ინიციატივით განხორციელდა და ეს პროექტი ახლაც მიმდინარეობს, თუმცა "ქართულმა ოცნებამ" ისიც კი ვერ შეეძლო, შეენარჩუნებინა. დღეს მხოლოდ პირველი კლასელებისთვის დატოვა კვება სკოლებში, ესეც იმიტომ, რომ მშობლების დიდი უკმაყოფილება არ გამოეწვია. აქვე, მოგმართავთ მშობლებს, როდესაც ჩვენ შევცვლით ერთად ხელისუფლებას, პირველს, რასაც ბავშვებისთვის გავაკეთებთ, ეს იქნება უფასო კვება სკოლებში“,-განაცხადა თურაზაშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად