ნიკა გვარამია - ურსულა ფონ დერ ლაიენმა საქართველო რომ არ ახსენა, სრული პასუხისმგებლობა „ოცნებას“ ეკისრება - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად გასამართლდებიან როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო უკიდურეს დაღმასვლამდე მიიყვანა

ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელშიც მან საქართველო არც გაწევრიანების კანდიდატის და არც შუა დერეფნის საკითხში ახსენა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას" და ეს პასუხისმგებლობაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნება გათვალისწინებული, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ამ ამ საკითხთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება “ქართულ ოცნებას”, რომელიც აუცილებლად გასამართლდება ამის გამო ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.

„ქართული ოცნება" ხელისუფლების ცვლილების შემდეგ აუცილებლად იქნება გასამართლებული, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო უკიდურეს დაღმასვლამდე მიიყვანა. ეს იქნება ნამდვილი გასამართლება პარტიის, დანარჩენი ყველაფერი ფიქციაა, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში არანაირი სასამართლო და კანონიერება არ არსებობს. ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით, რომელშიც მან საქართველო არც გაწევრიანებისა და არც შუა დერეფნის საკითხში ახსენა, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება "ქართულ ოცნებას" და ეს პასუხისმგებლობაც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ იქნება გათვალისწინებული, როცა "ქართულ ოცნებას" გაასამართლებს ქართველი ხალხი და აუცილებლად გაასამართლებს, ამას გპირდებით” - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად