მიხეილ კიკნაძე, რომელიც კულტურის მინისტრის პოსტიდან თინათინ რუხაძის გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
კიკნაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებას პრემიერ მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
თინათინ რუხაძემ კულტურის მინისტრის თანამდებობა 28 ივლისს დატოვა. ახალი მინისტრი კი ირაკლი კობახიძემ 15 სექტემბერს დანიშნა. აღნიშნული თანამდებობა პარლამენტის წევრმა მაია ბითაძემ დაიკავა.