უკრაინის საგარეო უწყების პრესმდივანი - უკრაინა ყველას ეუბნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგო შემოიღონ

უკრაინა ყველას ეუბნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგო შემოიღონ, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ყველა მოლაპარაკებებზე, არა მხოლოდ ლატვიასთან, ყველასთან, ხაზს უსვამს, რომ მთლიანობაში დროა სრული ემბარგოს შემოღების რუსეთიდან ნებისმიერ პროდუქციაზე, რუსეთთან ნებისმიერი სავაჭრო კავშირების, ევროპის გავლით რუსული პროდუქციის ნებისმიერი ტრანზიტის გაწყვეტის. ქვეყანას არ შეუძლია ცალი ხელით აგრესიული ომი აწარმოოს, ევროპას მთელს კონტინენტს ემუქრებოდეს, დივერსიებს, პროვოკაციებს, აფეთქებებს და მთლიანობაში უკვე საბრძოლო ქმედებებს აწარმოებდეს ევროპის ტერიტორიაზე და ამავდროულად მეორე ხელით რაღაცას ყიდიდეს და გადასცემდეს ევროპაში. ეს შეუძლებელია. ამიტომ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დაჟინებით მოითხოვს, რომ საჭიროა რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი სავაჭრო თანამშრომლობის შეწყვეტა,” - განაცხადა ტიხიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა