რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, აშშ-ში დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორი, კაშ პატელი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„რუსეთის დაზვერვა სავარაუდოდ, შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დისიდენტის მკვლელობას გეგმავდა. უცხოურ მთავრობებს არ მიეცემათ უფლება გააჩუმონ კრიტიკოსები, დაარღვიონ ჩვენი კანონები ან საფრთხე შეუქმნან ხალხს ამერიკაში. FBI დაიცავს სიტყვის თავისუფლებას და წინააღმდეგობას გაუწევს ტრანსნაციონალურ რეპრესიებს ყველგან, სადაც ისინი ჩვენს ქვეყანას უქმნიან საფრთხეს", - წერს პატელი.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა რუსეთის დაზვერვის ხუთ სავარაუდო აგენტს. მათ ბრალად ედებათ კრემლის მიერ მტრად მიჩნეული პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვა მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში მცხოვრები როგორც მინიმუმ ერთი ცნობილი დისიდენტის მკვლელობის დაგეგმვა.