თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია მეხუთედ დააჯარიმა

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია კიდევ ერთხელ, ჯამში მეხუთედ დააჯარიმა. როგორც bpn წერს, საუბარია, კომპანია „სმარტ სოლუშენსზე“, რომელსაც ფულადი სანქცია წინა შემთხვევების მსგავსად, კვლავ სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შესრულების ვალდებულების დარღვევის გამო დაეკისრა.

როგორც სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული 14 სექტემბრით დათარიღებული ჯარიმის წერილიდან ირკვევა, ფულადი სანქციის ოდენობა კვლავ 1 583 ლარია.

აღნიშნულ საჯარიმო წერილში განმარტებულია, რომ 2026 წლის 13 სექტემბერს (19:51 საათზე) განხორციელებული ინსპექტირების დროს, ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე არსებული მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 14 სექტემბრის წერილიდან ირკვევა, რომ თქვენ მიერ დარღვეულ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან 2026 წლის 10 ივლისს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების (თბილისში, მთაწმინდის რაიონში, შოთა რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები) პირობები.

კერძოდ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის 2026 წლის 27 ივლისის წერილით დაგევალათ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, რუსთაველის გამზირის (ბესიკის ქუჩიდან-თავისუფლების მოედნამდე) სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება 2026 წლის 28 ივლისიდან, 24 საათიან რეჟიმში (ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.5 პუნქტის შესაბამისად), თუმცა, 2026 წლის 13 სექტემბრის ინსპექტირების აქტიდან (ინსპექტირების განხორციელების დრო - 19:51 საათი) ირკვევა, რომ ზემოაღნიშნულ ობიექტზე, სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა.

სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მე-9 მუხლის 9.8 პუნქტის შესაბამისად, ვინაიდან, შემსყიდველის მიერ სამუშაოების ზედამხედველობის დროს განხორციელებული ინსპექტირებისას დადგინდა, რომ მიმწოდებელი აღნიშნულ მომენტში არ ახორციელებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეკისრათ ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების (7 916 674.67 ლარი) 0.02%-ის ოდენობით, 1 583.34 ლარი“, - ნათქვამია წერილში.

bpn ასევე წერს, რომ ეს რუსთაველის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის რიგით მეხუთე დაჯარიმებაა. აღნიშნული დარღვევისთვის „სმარტ სოლუშენსი“ თბილისის მერიამ 24 და 30 ივლისს, ასევე 11 და 26 აგვისტოსაც დააჯარიმა. ჯარიმის მოცულობა ამ ოთხივე შემთხვევაში ანალოგიურად 1 583 ლარი იყო.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა