რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც საოფისე და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა - დაშავებულთა შორის ორი ბავშვია

რუსებმა კიევს დაარტყეს - დაშავებულია 12 ადამიანი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შემდეგაც, ქალაქში საოფისე და საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.

კლიჩკოს თქმით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია.

კიევის მერის ინფორმაციით, დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში საწყობი დაზიანდა. ასევე, 17 სექტემბრის ღამეს, რუსულმა ძალებმა ოდესას შეუტიეს, სადაც მრავალსართულიანი შენობა დაზიანდა და სულ მცირე, სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა