დონალდ ტრამპი - რუსეთ-უკრაინის ომი დიზელის საწვავზე ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ეს მალე დასრულდება

რუსეთ-უკრაინის ომი დიზელის საწვავზე ფასების ზრდას იწვევს, მაგრამ ეს მალე დასრულდება, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით ყველაფერს აკეთებს.

მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინს ერთმანეთი ძალიან სძულთ.

„მე რვა ომი დავასრულე, მაგრამ ყველაზე რთული ეს აღმოჩნდა. სწორედ ეს ომი იწვევს დიზელის საწვავზე ფასების ზრდას, მაგრამ ეს ყველაფერი მალე დასრულდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა