„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პეკინში ჩინეთის სავაჭრო პალატის პირველ ვიცე პრეზიდენტს იუ ლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “ევროპელი დემოკრატების” პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს და ჩინეთს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერებასა და გაღრმავებას, “რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობისთვის”.
“ქალბატონ იუ ლუსთან შეხვედრაზე ასევე შევთანხმდით ჩვენს თანამშრომლობაზე მომავალში” - განაცხადა პაატა დავითაიამ.