Visa იმსახურებს ჩემპიონს - „საქართველოს ბანკის“ კამპანიას გლობალური ლიდერი შემოუერთდა

„საქართველოს ბანკის“ ინიციატივას რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“, რომელიც პარალიმპიელი სპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ საზოგადოებრივი ცნობადობის ამაღლებას ისახავს მიზნად, კიდევ ერთი პარტნიორი — ციფრული გადახდების მსოფლიო ლიდერი, Visa შემოუერთდა. კამპანიის ფარგლებში, Visa-მ ქართველ პარალიმპიელებთან - ირმა ხეცურიანთან და გიგა ოჩხიკიძესთან თანამშრომლობა დაიწყო.

საქართველოს ბანკისა და შემოქმედებითი სააგენტო Art & Qopy-ის ერთობლივი პროექტი ბიზნესსექტორს მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ პარასპორტსმენების მხარდაჭერაში, რათა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება და აღიარება, რომელსაც ნამდვილად იმსახურებენ.

დიანა კიღურაძე, Visa- რეგიონული მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში: „ყველა გამარჯვება პატარა, გაბედული ნაბიჯების შედეგია. Visa ამაყობს, რომ პარალიმპიელების გვერდით დგას წარმატების გზაზე, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში.“

ჩემპიონები მზად არიან, ახლა ბრენდების ჯერია

კამპანიის ვიზუალური კონცეფცია უჩვეულო და სიმბოლურია: პარალიმპიელების ფოტოსესია ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა ფოტოებზე პროდუქტებისთვის განკუთვნილი ადგილი ცარიელია. ბრენდების ნაცვლად, კადრში ჩნდება მთავარი შეკითხვა: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“.

ეს ინიციატივა ერთგვარი მოწვევა და გამოწვევაა ქართული ბიზნესისთვის — შეავსონ ეს ცარიელი ადგილები და დაიწყონ პარტნიორობა პარასპორტსმენებთან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობენ და მედლებსაც მოიპოვებენ. კამპანიაში უკვე 15 მდე კომპანიაა ჩართული, თუმცა თავისუფალი სივრცეები კვლავ რჩება. ახლა მთავარი კითხვაა — კიდევ რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?

(R)

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა