დონალდ ტრამპი ირანის საკითხის განსახილველად სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება

დონალდ ტრამპი ირანის საკითხის განსახილველად სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს შეხვდება, - ინფორმაციას გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს მომავალ კვირას ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდება.

წყაროების თქმით, დონალდ ტრამპი ირანთან ომის შემდგომი ნაბიჯების განხილვას გეგმავს.

ასევე, გამოცემა წერს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც სურს, თუმცა მხარეები შეხვედრის შესახებ ჯერ არ შეთანხმებულან.

დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანს შეთანხმების მიღწევა სურს.

„ვიმედოვნებ, ომის დასრულებისკენ მივიწევთ. მათ ძალიან სურთ შეთანხმების მიღწევა. ვნახოთ, რა გამოვა“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა