დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის დამტკიცება არამეგობრული ქმედებაა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის დამტკიცება არამეგობრული ქმედებაა, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ეს არამეგობრულ ქმედებებს მიეკუთვნება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ე.წ. „ჯოჯოხეთური სანქციების“ ძალაში შესვლა უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების მიღწევას ხელს შეუშლის.

„რა თქმა უნდა, აშშ-ის მხრიდან ნებისმიერი დამატებითი სანქციის დაწესება უკრაინაში მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებას ნამდვილად გაართულებს“, - აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო.

კანონპროექტი, რომლის ავტორები გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი („რესპუბლიკური პარტია“) და სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი („დემოკრატიული პარტია“) არიან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საშუალებას მისცემს 100%-იანი ტარიფები დაუწესოს რუსული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ხუთ ყველაზე დიდ იმპორტიორს და ასევე ხუთ ქვეყანას, რომლებიც რუსეთს ენერგეტიკული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან.

ასევე, კანონპროექტი ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ვადის გახანგრძლივებას და რუსი მაღალჩინოსნების, ბანკებისა და „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

კანონპროექტს ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა