გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქსელის გეგმურო სამუშაოების გამო 18 სექტემბერს, დღის სხვადასხვა მონაკვეთში ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტებს შეუწყდებათ.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 18 სექტემბერს 06:30-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში - აღმაშენებლის, რუსთაველის, წერეთლის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩებზე; 10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ჩანადირთკარი, წითელსოფელი, ბულაჩაური და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 19:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, ზურაბები, სიონი და მიმდებარე სოფლებში; 10:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბაზალეთი, მილახვრიანი, დუშეთი და მიმდებარე სოფლებში; 15:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ნავდარაანთკარი, ბურიანი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა