ევროსაბჭოს პოლიტიკური ჯგუფი - რუსეთმა გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები - ეს მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს, მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას

რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები გააძლიერა. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების” (SOC) პოლიტიკური ჯგუფი ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ და მიუღებელ დარღვევას, რაც მოსკოვის ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას ისახავს.

“სამხრეთ ოსეთი: საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა არსებითი მნიშვნელობისაა ევროპული უსაფრთხოებისთვის.

რუსეთის ფედერაციამ გააძლიერა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით ძალისხმევები. მსგავსი ანექსია წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ და მიუღებელ დარღვევას. ეს მოსკოვის იმ ფართო სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე კონტროლის დამყარებას, მათ შორის უკრაინის დონბასსა და ყირიმში, მოლდოვის დნესტრისპირეთში და საქართველოს აფხაზეთში.

კავკასიასა და მთელ ევროპაში ხანგრძლივი სტაბილურობისა და უსაფრთხოების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ყოველი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა