არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგა

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კერძოდ, შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის თქმით, მან პარლამენტის სპიკერისგან გადადგომა მოითხოვა.

“ახლა [პარლამენტის] სპიკერი გადადგამს ახალი მთავრობის ფორმირებისკენ ნაბიჯებს…

არჩევნების შედეგებმა შესაძლოა რთული პირობები შექმნა შემდეგი მთავრობის ფორმირებისთვის, ვინაიდან, არჩევნების დღემდე პარტიების განსხვავებული განცხადებები შესაძლოა შეფერხებებს წარმოადგენდეს მთავრობის ყველა შესაძლო ფორმაციებისა და კოალიციებისთვის”, - განაცხადა კრისტერსონმა.

ცნობისთვის, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციამ 50,359 ხმის სხვაობით მოიგო.

კრისტერსონის თქმით, ახალი პრემიერ-მინისტრის პოვნა, რომელსაც პარლამენტი დაუჭერს მხარს, კონსტრუქციულ გახსნილობას მოითხოვს პარლამენტში მოხვედრილი პარტიებისგან.

“იმისთვის, რომ ეს საქმიანობა დაუყოვნებლივ დაიწყოს, მოვითხოვ პრემიერ-მინისტრის მოვალეობისგან გათავისუფლებას,” - განაცხადა კრისტერსონმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა