მუნიციპალური განვითარების ფონდი - კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა ნებართვა ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე  კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად - ვამზადებთ მასალებს, რომელიც საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება

ბათუმში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა №9-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე კონტრაქტორი სამშენებლო კომპანია "საბა კონსთრაქშენის" მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგად შენობის ფასადის დაზიანების ფაქტზე მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაუყოვნებლივ დაიწყო მოკვლევა. ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

ფონდი განცხადებაში აღნიშნავს, რომ კატეგორიულად მიუღებელია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე ნებისმიერი სახის ჩარევა კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და პროცედურების დარღვევით.

პირველადი მოკვლევის შედეგად, კონტრაქტორ კომპანიას არ გააჩნდა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა შენობაზე კონკრეტული სამუშაოების ჩასატარებლად.

აღინიშნება, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდი ამზადებს ყველა შესაბამის მასალას, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეგზავნება საგამოძიებო ორგანოს შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტზე სათანადო სამართლებრივი შეფასებისა და შესაბამისი რეაგირებისთვის.

პარალელურად, ფონდის ზედამხედველობის სამსახური დეტალურად სწავლობს ობიექტზე არსებულ ვითარებას. შემდგომი სამუშაოები განხორციელდება მხოლოდ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებით და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და პროცედურების სრული დაცვით.

მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვა უპირობო პრიორიტეტია. ფონდი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა დადგინდეს მომხდარზე პასუხისმგებელი პირების პასუხისმგებლობის საკითხი და უზრუნველყოფილი იყოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე შემდგომი სამუშაოების კანონმდებლობის სრული დაცვით განხორციელება”, - აღიშნულია განცხადებაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა