ოკუპირებულ ცხინვალში დღეს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ოკუპირებულ ცხინვალში დღეს, 18 სექტემბერს ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ე.წ. “ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში” ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას:

ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ); არსებული ცნობებით, სწორედ კაბლოევი მიიჩნევა ე.წ. ფავორიტად.

ზურაბ კოკოევი (წარდგენილია ე.წ. პარტია „ერთიანობის“ მიერ);

მურატ ვალიევი (ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“) და კაზბეკ კოდოევი (წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ).

ოკუპირებულ ცხინვალში მთლიანობაში, 70 “საარჩევნო უბანი” იქნება გახსნილი, ერთი “უბანი” გაიხსნება მოსკოვში და კიდევ ოთხი ჩრდილოეთ ოსეთში.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა