პოლონეთში ამერიკული სამხედრო ბაზა ძალიან მალე შეიძლება დაანონსდეს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
დონალდ ტრამპმა აღნიშნულს „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა.
“შესანიშნავი ამბები! ჩემი მეგობარი კაროლ ნავროცკის, პოლონეთის პრეზიდენტის, გაბედული ლიდერობის წყალობით მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული პოლონეთში აშშ-ის არმიის ბაზის გახსნაზე. ეს თუ მოხდება, ლოკაცია ძალიან მალე იქნა დაანონსებული. ეს ისტორიული ნაბიჯი იქნება ჩვენი შესანიშნავი ამერიკულ-პოლონური კავშირისთვის,” - წერს ტრამპი.