გიგა ფარულავა - გადახედეთ 16 ადამიანის სახელ-გვარებს, მათგან ინერციით პოზიციის დაფიქსირება დაუჯერებელია, მათივე ინტერესში უნდა იყოს ხელახალი კენჭისყრა - არ გამოვრიცხავ, რომ ინდივიდებმა თავის გადარჩენის მიზნით მიიღეს გადაწყვეტილება

შეგიძლიათ გადახედოთ სიას, 16 ადამიანის სახელებს და გვარებს, მათი ინერციით დადებითი პოზიციის დაფიქსირება საზოგადოებისთვის დაუჯერებელია , - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ფარულავამ „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივის კენჭისყრისას მხარდაჭერასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ აღნიშნა, იქიდან გამომდინარე რომ აღნიშნულ კანონპროექტს საერთაშორისო დონის გამოხმაურება ჰქონდა, არ გამორიცხავს, რომ კონკრეტულმა დეპუტატებმა შემთხვევით არ დაუფიქსირებიათ დადებითად.

„საინტერესოა, ვის ეშლება. საინტერესოა გვარები. შეიძლება მომავალშიც მოხდეს მსგავსი ფაქტები, მაგრამ როდესაც 16 დეპუტატი აძლევს დადებით ხმას, ეს არ იყო რიგითი კანონპროექტი, ეს იყო კანონპროექტი, რომელიც ეხება შეკრებისა და მანიფესტაციის რეპრესიული ნორმების გაუქმებას. ეს იყო საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელსაც ზოგი აკრიტიკებდა, ვინაიდან, საერთაშორისო დონის გამოხმაურებიდან გამომდინარე ეს კანონპროექტი არის რეზონანსული, არ გამოვრიცხავ, რომ კონკრეტულ პირებს, ინდივიდებს საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით ჰქონოდათ კონკრეტული გადაწყვეტილება, ამ შემთხვევაში დადებითად დაეფიქსირებინათ. შეგიძლიათ გადახედოთ სიას, 16 ადამიანის სახელებს და გვარებს, მათი ინერციით დადებითი პოზიციის დაფიქსირება საზოგადოებისთვის დაუჯერებელია“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.

ფარულავას თქმით, თუ სისტემას ჰქონდა ხარვეზი და კონკრეტული შედეგი არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას, მაშინ საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე უნდა დადგეს.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესში უნდა იყოს ხელახალი კენჭისყრა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ზოგმა ინერციით, ზოგმა ტექნიკური ხარვეზით, ისიც თქვეს, რომ სისტემამ აურია და „სისტემის ბრალი არისო“ შედეგები, რაც დადგა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუ თავად ამბობენ, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო, გამოდის, რომ კონკრეტული შედეგი, რაც დადგა, რეგლამენტი ითვალისწინებს იმას, რომ ჩატარდეს ხელახალი კენჭისყრა. მათივე ინტერესში უნდა იყოს ხელახალი კენჭისყრა. თუ თავად თვლიან, რომ სისტემური ხარვეზი იყო, გამოასწორონ ხარვეზი.

თუ ვინმე არის სასაცილო და სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავად ალუდა ღუდუშაურია, რაც არ უნდა განმარტებები აკეთოს. ჩვენ, როდესაც ვაყენებთ შედეგების ხელახალი კენჭისყრაზე გატანას, მათი სიტყვებიდან და განმარტებებიდან გამომდინარე ვამბობთ. ჩვენ, ჩვენ მიერ დაფიქსირებულ პოზიციაში ეჭვი არ გვეპარება.

ჩვენ ვიყავით ინიციატორები და ბუნებრივია, მომხრეები და ამას დაემატა „ოცნების“ 16 დეპუტატის ხმა. აღსანიშნავია ის, რომ მხოლოდ 16 იყო წინააღმდეგი ამ სამართლებრივი ნორმის მიღების, დანარჩენმა დეპუტატმა წინააღმდეგაც არ მისცა ხმა. როდესაც ეს ადამიანები ამბობენ, რომ კენჭისყრის შედეგები დადგა იმიტომ, რომ სისტემური ხარვეზი იყო, ბუნებრივია ჩნდება კითხვა: თუ სისტემას ჰქონდა ხარვეზი და კონკრეტული შედეგი არ ასახავს დეპუტატების რეალურ ნებას, მაშინ ბუნებრივია საკითხი ხელახალ კენჭისყრაზე უნდა დადგეს. არიან თუ არა წინააღმდეგი გაუქმდეს ეს რეპრესიული კანონები და დააფიქსირონ პოზიცია“,- განაცხადა გიგა ფარულავამ.

რაც შეეხება „გრანტების მართვის სააგენტოს“ გაუქმებას, ფარულავას თქმით, სააგენტოს შექმნა თავიდანვე პიარ კამპანია იყო, დაებალანსებინათ ნეგატიური დამოკიდებულება.

მისი თქმით, ხელისუფლებისთვის, რაც უფრო ნაკლები დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება, უფრო მეტად ხელსაყრელია.

„ფაქტია, რომ „ოცნების“ ხელისუფლებას არანაირი სტრატეგიული ხედვა გრძელვადიან პროცესში არ გააჩნია, არც ერთ უწყებასთან, არც ერთ სისტემასთან და ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, თუნდაც ერთი წლის წინ შექმნილი სააგენტო, რომელიც დღეს მილევად რეჟიმშია. ასევე ამის ნათელი დადასტურებაა რეგიონული სამინისტროც. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლებას სტრატეგიული ხედვა არ გააჩნია. ისინი მოქმედებენ დროებით, რაღაც პერიოდი გადააგორონ, კონკრეტული პერიოდი შეინარჩუნონ ძალაუფლება თუ თავიანთი პირადი ინტერესები.

„ოცნების“ ხელისუფლებისთვის, რაც უფრო ნაკლები დამოუკიდებელი ორგანიზაცია იქნება, ბუნებრივია უფრო მეტად ხელსაყრელია. თავიდანაც, როდესაც სააგენტო შეიქმნა, ეს იყო პიარ კამპანია, რომ დაებალანსებინათ ნეგატიური დამოკიდებულება, როდესაც ფაქტობრივად დღეს საქართველოში არც ერთი დონორი ორგანიზაციის არც ერთი გრანტი არ შემოდის.

როდესაც ხელისუფლებას არ აქვს სურვილი სამოქალაქო საზოგადოება იყოს აქტიური, ძლიერი, ბუნებრივია, არც ერთ თეთრს ამ მიმართულებით არ გასცემს. დღეს, „ოცნებაში“ ვინც არის, მათმა უმრავლესობამ თავის დროზე სხვადასხვა ორგანიზაციებში მუშაობდნენ და იქიდან დაიწყეს კარიერა“,- განაცხადა ფარულავამ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა