ხვალ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადავცემთ. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ცხადია, მეტია საჭირო.
“ამ წამს მქონდა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ ზელენსკისთან. რუსეთი დაუნდობლად ურტყამს კიევს და ცდილობს, მისი მცხოვრებლებისთვის ყოველდღიური ცხოვრება შეუძლებელი გახადოს. ჩვენ გვერდში ვუდგავართ ყველა უკრაინელს.
ხვალ უკრაინას რაკეტებისა და დრონების შესაძენად კიდევ 3.3 მილიარდ ევროს გადავცემთ. გასულ კვირას ევროკავშირის დაფინანსება დავამტკიცეთ Patriot სისტემებისთვის ჩვენი “უკრაინის მხარდაჭერის სესხით”. მაგრამ ცხადია, რომ მეტია საჭირო.
სწორედ ამიტომ განვაცხადე, რომ მზად ვართ, გამოვიყენოთ SAFE-ის ფარგლებში დარჩენილი სახსრები თავდაცვის სფეროში ევროკავშირისა და უკრაინის ერთობლივი პროექტების ახალი პროგრამის დასაწყებად.
ჩვენ გვსურს, ერთობლივად შევქმნათ ევროპული საჰაერო და სარაკეტო თავდასცვის სისტემა, რომელიც დაეფუძნება ჩვენს ერთობლივ ანტიბალისტიკურ სისტემა Freya-ს.
ამდაგვარ, შევძლებთ უკრაინის საბრძოლო გამოცდილებისა და ინოვაციის ევროპის ტექნოლოგიასთან და სამრეწველო ძალასთან გაერთიანებას.
ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ თავდაცვის სფეროთი არ შემოიფარგლება.
წელს უკრაინისთვის უკვე მოვახერხეთ დაახლოებით 15 მილიარდი ევროს მობილიზება. მეტი იქნება.
განვიხილეთ რეფორმები, რომლებიც საჭიროა რადაში, რათა განიბლოკოს მომავალი დაფინანსება და იმისთვის, რომ უკრაინამ წინ წაიწიოს ევროკავშირისკენ გზაზე.
შემდეგ კვირას ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ვიქნები.
მსოფლიოს მასშტაბით ჩენი უკრაინელი მეგობრებისთვის ჩემი მესიჯი მარტივია: ევროპა ძალისხმევას აძლიერებს. ახლა სხვებმაც უნდა გააძლიერონ თავიანთი მხარდაჭერა,” - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.