დონალდ ტრამპმა და ფრიდრიხ მერცმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები გერმანიის მთავრობის პრესსპიკერზე, სტეფან კორნელიუსზე დაყრდნობით ავრცელებენ.

პრესსპიკერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„კანცლერმა და პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები განიხილეს“, – განაცხადა სტეფან კორნელიუსმა.

მისივე თქმით, ფრიდრიხ მერცმა ასევე მიულოცა დონალდ ტრამპს აშშ-ის კონგრესის მიერ ფართომასშტაბიანი სანქციების შესახებ კანონპროექტის მიღება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა