რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. ახალი პარლამენტის (სახელმწიფო დუმის) არჩევნებისთვის კემჭისყრა სამი დღის განმავლობააში, 18-20 სექტემბერს გაგრძელდება.

რუსული მედიის ინფორმაციით, არჩევნების შედეგად რუსები 20 700 დეპუტატს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აირჩევენ.

სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში ათი პარტია მონაწილეობს: „ერთიანი რუსეთი“, „რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია”, „პირდაპირი დემოკრატიის პარტია”, „მწვანეები“, „სამართლიანი რუსეთი“, „როდინა“, „რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტია”, „პენსიონერთა პარტია”, „რუსეთის კომუნისტები” და „ახალი ხალხი“. მათ, საერთო ჯამში, 4 500 კანდიდატი წარადგინეს.

პარლამენტში 450 ადგილია. ნახევარი გადანაწილდება ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვის შემდეგ პარტიების სიების მიხედვით; დანარჩენი გამარჯვებულები ერთმანდატიან ოლქებში გამოვლინდებიან.

რუსული მედიის ცნობით, არჩევნებისთვის სულ 111 037 047 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

გამოცემა “დოიჩე ველე” წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარულ სისტემებში არჩევნებს დემოკრატიულ ცვლილებებთან მცირე კავშირი აქვს, ის მაინც მნიშვნელოვან მიზანს ემსახურება და მისი მეშვეობით მოწმდება, ინარჩუნებს თუ არა მოსახლეობა ლოიალურობას. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კი ეს ამჟამად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“არჩევნები მისთვის გადამწყვეტია, რადგან აჩვენებს, რომ უმრავლესობა მხარს უჭერს მთავარ პარტიას -ომის პარტიას - და რომ მას გააჩნია ლეგიტიმაცია შემდგომი ესკალაციისა და ამ ომის გაგრძელებისთვის“, - განუცხადა “დოიჩე ველე”-ს რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ილია იაშინმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა