ირაკლი ლექვინაძე - მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ორგანიზებით, თბილისში გამართული სამდღიანი მომხმარებელთა დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის (ICPEN) მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა.

ამის შესახებ ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, 15-17 სექტემბერს თბილისში თავი მოიყარა მომხმარებელთა დაცვის სფეროს 100-მდე წარმომადგენელმა 55 ქვეყნიდან. კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს მომხმარებელთა დაცვის თანამედროვე გამოწვევები, ციფრულ ბაზრებზე არსებული რისკები, ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების გავლენა მომხმარებელთა უფლებებზე, უწყებათაშორის თანამშრომლობა, ასევე აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები და საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების გზები.

კონფერენციის დასკვნითი სამუშაო დღე საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარის ირაკლი ლექვინაძის მოხსენებით დაიხურა. მან მადლობა გადაუხადა დელეგატებს და კონფერენციის სამდღიანი შეხვედრის ძირითადი შედეგები შეაჯამა.

„თბილისში გამართულმა კონფერენციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს. ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩვენ არა მხოლოდ საერთო გამოწვევებზე ვიმსჯელეთ, არამედ ერთმანეთს გავუზიარეთ პრაქტიკული ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მომხმარებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას ემსახურება.

საქართველოსთვის, როგორც ICPEN-ის პრეზიდენტი უწყებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ვიყოთ არა მხოლოდ მასპინძლები, არამედ აქტიური მონაწილეები და პარტნიორები. მადლობას ვუხდი ყველა დელეგატს, საერთაშორისო ორგანიზაციასა და პარტნიორ უწყებას თბილისში ჩამოსვლისა და ამ მნიშვნელოვანი დიალოგის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენი საერთო მიზანია, ციფრულ ეპოქაში მომხმარებელთა დაცვის უფრო ეფექტიანი და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შექმნა“,- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

მათივე ინფორმაციით, GCCA-მ, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, პორტუგალიის, ესპანეთის, თურქეთის, სამხრეთ აფრიკისა და ლატვიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა. შეთანხმებები ითვალისწინებს თანამშრომლობის გაღრმავებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ინფორმაციის გაცვლასა და მომხმარებელთა საჭიროებებზე კოორდინირებული რეაგირების შესაძლებლობების განვითარებას.

ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა ICPEN-ის მაღალი დონის შეხვედრები და 2026 წლის Consumer Protection Awards-ის დაჯილდოება, რომლის ფარგლებშიც, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა და ICPEN-მა მომხმარებელთა დაცვის სფეროში გამორჩეული, ინოვაციური და ეფექტიანი ინიციატივები გამოავლინეს და დააჯილდოვეს.

საქართველო 2026–2027 წლებში ICPEN-ის პრეზიდენტი ქვეყანაა. თბილისში გამართული კონფერენცია, რომლის მთავარი გზავნილია „ციფრულ ეპოქაში ნდობის შენება“,- ერთ-ერთი მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას წარმოადგენს მომხმარებელთა დაცვის სფეროში საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერების ხელშეწყობის მიმართულებით.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!