ირაკლი ფავლენიშვილი - ვკითხულობ: „ქოლ ცენტრები“ აღარ არის ამ ქვეყანაში? ირაკლი კობახიძე ტყუილად ცდილობს, ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, რომ თურმე კორუფციას ებრძვის

ირაკლი კობახიძე ტყუილად ცდილობს, რომ ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, თურმე ის ებრძვის კორუფციას და „ქოლ ცენტრებს“ ამ ქვეყანაში - დანაშაულებრივი სქემის ყველა ფიგურანტი აგებთ პასუხს ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების შემდგომ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მისი თქმით, მთავრობის ადმინისტრაცია ქვეყანაში კორუფციის მთავარი საბადო.

„სწორედ რომ ამ შენობაში მოკალათებულები იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებიც ხელმძღვანელობენ ქართველი ხალხის ძარცვის ივანიშვილისეულ სქემას. ამ სქემის გამმართლებელი და ერთ-ერთი მთავარი ხელმძღვანელი გახლავთ ირაკლი კობახიძე. ის ტყუილად ცდილობს, რომ ქართველი ხალხი უგუნურად გამოიყვანოს და დაამტკიცოს, რომ თურმე ის ებრძვის კორუფციას და თურმე „ქოლ ცენტრებს“ ამ ქვეყანაში, სანქციებისგან გვერდის ავლის საშუალებებს ისე იყენებდნენ, რომ კობახიძემ ამის შესახებ არაფერი იცოდა, ივანიშვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ქართველი ხალხი არ არის უგუნური და ყველამ კარგად იცის, რომ სინამდვილეში რამდენი ადამიანი იყო ჩართული ამ დანაშაულებრივ სქემებში. ახლა ლილუაშვილი და ღარიბაშვილი დასაჯეს, თორემ სქემები კი არ აღმოფხვრეს. მე ვეკითხები მოქალაქეებს, „ქოლ ცენტრები“ აღარ არის ამ ქვეყანაში? პასუხი სწორედ აქ არის კობახიძის, სწორედაც რომ „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლის“ სტატუსის შექმნის მცდელობაზე. სინამდვილეში ხდება ამ სქემების გადანაცვლება, ახალი პროტექტორები უჩნდებიან ამ სქემებს. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ ამ დანაშაულებრივი სქემის ყველა ფიგურანტი აგებთ პასუხს ქვეყანაში რეჟიმის ცვლილების შემდგომ“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!