სტუ-ში, ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით, ტრანსნაციონალური განათლების განვითარების საგრანტო პროექტის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით  კილის უნივერსიტეტის პროფესორები იმყოფებიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით, პროექტის - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At Keele Business School And Georgian Technical University” ფარგლებში, კილის უნივერსიტეტის პროფესორები კოლინ რიგბი და გულამ სორვარი იმყოფებიან.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) ერთობლივმა საპროექტო განაცხადმა - “Building Enterprise-Driven Transnational Education Between The UK And Georgia: Embedding Authentic Pedagogy At Keele Business School And Georgian Technical University” - ბრიტანეთის საბჭოს ტრანსნაციონალური განათლების საძიებო საგრანტო კონკურსში (TNE 2025–2051) გაიმარჯვა და შესაბამისი დაფინანსება მოიპოვა.

როგორც სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი აცხადებს, კოლინ რიგბის და გულამ სორვარის ვიზიტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე გამართული სასწავლო სემინარი - „საწარმოზე დაფუძნებული სწავლებისა და ავთენტური პედაგოგიკის მეთოდები აკადემიური პერსონალისთვის“ (Enterprise-Infused Teaching and Authentic Pedagogy Methods for Academic Staff). ასოცირებული პროფესორის ბორის გითოლენდიას თქმით, სემინარის მიზანია აკადემიური პერსონალისთვის თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული სწავლების მიდგომების გაცნობა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვა.

„კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტის ფარგლებში გაიმართა პროექტით გათვალისწინებული არაერთი სამუშაო და აკადემიური ღონისძიება, რითაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის იმპლემენტაცია ოფიციალურად დაიწყო. ბრიტანელმა პროფესორებმა საქმიანი შეხვედრა გამართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან, პროფესორ თამარ ლომინაძესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ტექნოლოგიებისა და საგრანტო ოფისისა და საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კილის უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გათვალისწინებით, განხილული და დაგეგმილი იქნა სამომავლო საგრანტო, აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებები, მათ შორის ახალი ერთობლივი პროექტების, აკადემიური ინიციატივებისა და პარტნიორული შესაძლებლობების განვითარების პერსპექტივები,“ - აცხადებს ბორის გითოლენდია.

სტუ-ის ვიცე-რექტორის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კილის უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობა მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის როგორც მიმდინარე პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის, ისე სამომავლოდ ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარებისთვის.

„კილის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააძლიეროს საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობა, დანერგოს სწავლების თანამედროვე, პრაქტიკაზე ორიენტირებული მეთოდები და განავითაროს წარმოების რეალურ საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო შესაძლებლობები. პროექტი ხელს შეუწყობს საწარმოზე დაფუძნებული და ავთენტური პედაგოგიკის თანამედროვე მეთოდების გაცნობასა და აკადემიურ გარემოში მათ დანერგვას. ამასთან, ინიციატივა ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას და სტუდენტებისთვის პრაქტიკულ გარემოსთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებული სასწავლო გამოცდილების შექმნას“, - აცხადებს თამარ ლომინაძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის საბჭოს TNE 2025/2051 საგრანტო პროექტი - „გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის საწარმოზე ორიენტირებული ტრანსნაციონალური განათლების განვითარება: ავთენტური პედაგოგიკის ინტეგრირება კილის ბიზნესის სკოლასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში“ ითვალისწინებს არაერთ აკადემიურ, პრაქტიკულ და ინსტიტუციურ აქტივობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია როგორც აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება, ისე საგანმანათლებლო პროცესში საწარმოსთან დაკავშირებული პრაქტიკული კომპონენტების ინტეგრირება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. პროექტი 2027 წლის აგვისტოში დასრულდება.

პროექტის მიზანია საქართველოში საწარმოზე ორიენტირებული სწავლების განვითარება, დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ავთენტური პედაგოგიკის თანამედროვე მეთოდების დანერგვა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროექტის ძირითადი შედეგების საპილოტე განხორციელება დაგეგმილია სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, ხოლო პროექტის ძირითად ბენეფიციარს წარმოადგენს „სამეწარმეო მენეჯმენტის“ სამაგისტრო პროგრამა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!