არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ და არანაირი საპრეზიდენტო არჩევნები არ არსებობს - შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც იქ მიმდინარეობს, უკანონოა და საერთაშორისო სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ჟურნალისტებთან ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არანაირი საპრეზიდენტო არჩევნები არ არსებობს.
“ჩვენი დამოკიდებულება შემდეგია: არანაირი „სამხრეთ ოსეთი“ და არანაირი საპრეზიდენტო არჩევნები არ არსებობს. სამაჩაბლო, ჩვენი ისტორიული რეგიონი და ქვეყნის გული, ოკუპირებულია რუსეთის მიერ. შესაბამისად, ნებისმიერი პროცესი, რომელიც იქ მიმდინარეობს, უკანონოა და საერთაშორისო სამართალთან არანაირი კავშირი არ აქვს. ის, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია, აღიარებულია საერთაშორისო სამართლისა და თანამეგობრობის მიერ, ამიტომ აქ კითხვები არ არსებობს. არ არსებობს არანაირი საპრეზიდენტო არჩევნები, ხოლო იმაზე, რაც არ არსებობს, ვერ ვილაპარაკებთ და ვერც შევაფასებთ”, - განაცხადა გაბუნიამ.
ამავე თემაზე საუბრისას, გაბუნიამ აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და, შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ნებისმიერი აქტივობა არის არალეგიტიმური და უკანონო.
“პრობლემა არსებობს, ოღონდ ეს ოკუპაციის პრობლემაა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და, შესაბამისად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩატარებული ნებისმიერი აქტივობა არის არალეგიტიმური, უკანონო და ჩვენთვის არ არსებობს. შესაბამისად, იმაზე, რაც არ არსებობს, ვერ ვილაპარაკებთ. ჩვენთვის მთავარია ქვეყნის დეოკუპაცია მშვიდობიანი გზით მოხდეს”, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დღეს, 18 სექტემბერს ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ე.წ. “ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში” ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას:
ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ); არსებული ცნობებით, სწორედ კაბლოევი მიიჩნევა ე.წ. ფავორიტად.ზურაბ კოკოევი (წარდგენილია ე.წ. პარტია „ერთიანობის“ მიერ);
მურატ ვალიევი (ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“) და კაზბეკ კოდოევი (წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ).