ფიქრია ჩიხრაძე - პეტრიაშვილზე, მე-6 სკოლა ჩვეულებრივი საბჭოთა სკოლა არ იყო, ეს იყო თავისუფლების ერთ-ერთი კუნძული იმდროინდელ საქართველოში! - ამჟამად 21-ე სკოლა უნდა გადავარჩინოთ!

სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან - მე-6 (ამჟამად 21-ე) სკოლა უნდა გადავარჩინოთ, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც 21-ე სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც ჩიხრაძე წერს, განათლების რეფორმის კუთხით პირველი ნაბიჯები 21-ე სკოლაში გადაიდგა.

„პეტრიაშვილზე მე-6 სკოლა ჩვეულებრივი საბჭოთა სკოლა არ იყო. ეს იყო თავისუფლების ერთ-ერთი კუნძული იმდროინდელ საქართველოში!

განათლების რეფორმის კუთხით პირველი ნაბიჯები ამ სკოლაში გადაიდგა და ეროვნული მოძრაობის ერთი მძლავრი შენაკადიც ეს სკოლა გახდა - თავისი აღმზრდელ-აღზრდილებით!

ამ სკოლამ ახალგაზრდებში მასწავლებლებად წასვლის მთელი მოძრაობა შექმნა.

ამ სკოლას აქვს დიდი ისტორია.

შენობა ტიპური საბჭოთა შენობაა, მაგრამ ადგილი - პრესტიჟული, ვერა, პეტრიაშვილის ქუჩა, რესტორნები, ახალმშენებლობები...

ვის ადარდებს მომავალი თაობა, განათლების ხელმისაწვდომობა, სკოლის ისტორია და დიდი ტრადიცია? მთავარია, ვიღაცის დაუოკებელი ბიზნეს-ინტერესი.

სკოლების განდევნა მიმდინარეობს ჩვენი ქალაქებიდან და სოფლებიდან.

მე-6 (ამჟამად 21-ე) სკოლა უნდა გადავარჩინოთ“,- წერს ფიქრია ჩიხრაძე.

ცნობისთვის, თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, რომლის ავარიულობის მიზეზით დღეიდან სასწავლო პროცესი ჩერდება, მშობლების აქცია მიმდინარეობს. ქციის გამართვის მიზეზი, მშობლებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა, რომელშიც აღნიშნულია, რომ შენობის ავარიულობიდან გამომდინარე, 18 სექტემბრიდან სკოლაში სასწავლო პროცესი ჩერდება. როგორც ერთ-ერთი მშობელი „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, ჯერჯერობით უცნობია თუ როგორ რეჟიმში გაგრძელდება სასწავლო რეჟიმი. თუმცა მისივე თქმით, სკოლის დირექტორი მშობლებს, სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადასვლას სთავაზობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!