ანი ქავთარაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაცია „ქართული ოცნების“ „უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის შედეგია“

პოლიტიკურ გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი წევრის ანი ქავთარაძის განცხადებით, საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაცია „ქართული ოცნების“ სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს“.

როგორც ქავთარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, „ქართული ოცნების“ შვილები კერძო ბაღებში დადიან, მათ ეს საკითხი არ აღელვებთ და არც პასუხისმგებლობას იღებენ.

„ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის, ჩემთვის, როგორც ექიმისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხია. ამ ეტაპზე საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია- როდესაც საქმე ბავშვების კვებას ეხება, სისტემაში შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა-კონტროლისა და შესაძლო კორუფციის საკითხი. წარსული მაგალითები გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ისევე, როგორც არაერთი, შედეგია „ქართული ოცნების“ სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს. პოლიტიკის, რომლისთვისაც ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, განურჩევლად ასაკისა, აბსოლუტურად არაღირებულია. პოლიტიკის, რომლის შედეგადაც მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი წლის მანძილზე საქართველოს ბაღებსა და სკოლებში ბავშვები ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს მოიხმარენ. პოლიტიკის, რომლის შედეგადაც გაურკვეველი წარმოშობის ცხენის ხორცით კვებავენ ამ ქვეყნის მომავალს. აქვე, შევახსენებთ ბაღების სააგენტოს უფროსს გვანცელაძეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ატკატს“ იღებდა, სწორედ ბავშვებისთვის განკუთვნილი კვებიდან და ამ სქემაში სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. გვანცელაძე ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო მის ხელმძღვანელ კალაძეს, არც ამ კონკრეტულ ფაქტზე აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ ყველაფრის პარალელურად, „ოცნების“ შვილები კერძო ბაღებში დადიან“,-განაცხადა ანი ქავთარაძემ.

ის კითხვით მიმართავს ხელისუფლებას, ვინ აკონტროლებს პროდუქტს ბაღებამდე, ვინ ამოწმებს ბაღს და ვინ აგებს პასუხს?.

„ეს გაგრძელდება იქამდე, ვიდრე „ქართული ოცნება“ მისი უცოდინარი, გულგრილი, უპასუხისმგებლო და კორუმპირებული ჩინოვნიკებით მიტაცებული ხელისუფლების სათავეში იმყოფება“,-განაცხადა ანი ქავთარაძემ.

ინფორმაციისთვის, საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო - ინტოქსიკაციის ნიშნები თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს აღენიშნება, მათ სამედიცინო დახმარება 6 კლინიკაში გაეწიათ. მათივე ცნობით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოკითხულია 50-ზე მეტი აღსაზრდელის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია. კონკრეტულად რომელი პროდუქტი გახდა ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზი, შესაბამისი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება. გამოძიება გრძელდება. ყველა ბაგა-ბაღიდან, სადაც ინტოქსიკაციის შემთხვევები დაფიქსირდა, ამოღებული იქნება საქმისთვის მნიშვნელოვანი ნივთები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!