ირაკლი კობახიძე გია ჯაფარიძის განცხადებაზე - როდესაც საკუთარ ქვეყანას ადარებ კერძს, რომელიც შესაძლოა ვიღაცის მენიუში იყოს, მეტყველებს შენს განწყობაზე - ჩვენი ქვეყანა არასდროს იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი

ჩვენი ქვეყანა არასდროს არ იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი,- ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, დიპლომატ, გია ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ქმედებებით აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“.

ირაკლი კობახიძის თქმით, „ამ ტერმინოლოგიიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ“

„ამ ტერმინოლოგიიდანაც ჩანს აგენტურის დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ. როდესაც შენ საკუთარ ქვეყანას, თუნდაც სიმბოლურად და გადატანითი მნიშვნელობით, ადარებ კერძს, რომელიც შესაძლოა ვიღაცის მენიუში იყოს წარმოდგენილი, ეს მეტყველებს მათ ბუნებასა და განწყობაზე. ჩვენი ქვეყანა არასდროს არ იქნება რომელიმე მენიუს ნაწილი, თავის დროზე სწორედ აქეთკენ მიჰყავდათ მათ ქვეყანა.

ვიძლევით გარანტიას, რომ არცერთ შემთხვევაში ჩვენი ქვეყანა არ იქნება არცერთი მენიუს ნაწილი, როგორც ეს გია ჯაფარიძეს წარმოუდგენია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, დიპლომატმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა, რომ „ჩვენ „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული ქმედებებით ძალიან დიდი ხანია, აღარ ვართ ევროკავშირის „მენიუში“, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ვიყოთ არა „მენიუში", არამედ ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვისხდეთ მაგიდასთან".

„ჩვენ ვისაც საქართველო გვინდა მშვიდობის, ღირსებისა და კეთილდღეობის სივრცეში - ევროპის კავშირში, ჩვენი სურვილი იყო, რომ ჩვენ „მენიუში“ კი არ, არამედ მაგიდის გარშემო ვყოფილიყავით, სადაც სხვა სახელმწიფოებიც სხედან და სხვა ქვეყნები ყოფილიყვნენ „მენიუში“ და [პარტნიორებთან ერთად] სხვა ქვეყნის ბედი გადაგვეწყვიტა. რა ჯობია, იყო „საჭმლის მენიუში“ თუ იყო იმ ქვეყნების რიგში, რომლებიც საჭმელს უკვეთავენ? ჩვენს შემთხვევაში კი „მენიუშიც“ აღარ ვართ, არა თუ მაგიდასთან. ეს კი ლოგიკური გაგრძელებაა იმის, რასაც აკეთებდა „ქართული ოცნება“,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!