ირაკლი კობახიძე - უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი „გამჭვირვალობის კანონისთვის“ რუსულის წოდება, ამაში იყვნენ ჩართული ელჩები, ახლა კი აშშ თავად უზრუნველყოფს საკუთარ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობაში უფრო მკაფიო ნორმების შეტანას

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისთვის „რუსული კანონის“ წოდება იყო სრული ფარსი და აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან აშშ-ში უცხოელ აგენტთა რეგისტრაციის აქტის (FARA) გამკაცრება შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ორმაგ სტანდარტსა და სიცრუეზე იყო აგებული.

„რაც შეეხება აშშ-ის წინა ადმინისტრაციის კამპანიას „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმდებლობის წინააღმდეგ. ბუნებრივია, ცალსახად ეს იყო ორმაგი სტანდარტი და სიცრუეზე აგებული კამპანია. ჩვენ მაშინაც ვსაუბრობდით, თუმცა ახლა შეგვიძლია კიდევ უფრო თამამად ვისაუბროთ- როდესაც ვინმე გიმტკიცებს, რომ გამჭვირვალობა არის დემოკრატიის საწინააღმდეგო მოვლენა, იქვე ჩანს, რომ ეს არის სრული აბსურდი. როდესაც აბსურდის მტკიცება გიწევს, ჩანს, რომ არის უხეში პოლიტიკური ინტერესები. ზუსტად ასეთი უხეში პოლიტიკური ინტერესებით იყო ნაკარნახევი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონისთვის რუსული კანონის წოდება, რაც იყო სრული ფარსი და აბსოლუტურად სამარცხვინო კამპანია. ამაში იყვნენ ჩართული მაშინდელი აშშ-ის და ევროკავშირის ელჩები. ახლა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია თავად უზრუნველყოფს საკუთარ გამჭვირვალობის შესახებ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების, უფრო მკაფიო ნორმების შეტანას, რაც აბსოლუტურად გასაგებია. გამჭვირვალობა არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი“, -განაცხადა კობახიძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!