საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გააკეთებს განცხადებას. იცით, რომ ჩვენთვის ეს არ არის არჩევნები, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ოკუპირებულ ცხინვალში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გააკეთებს განცხადებას. იცით, რომ ჩვენთვის ეს არ არის არჩევნები. ჩვენ ამ ე.წ. არჩევნებს არ ვაღიარებთ. რა თქმა უნდა, გამოხმაურება იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან“,- აღნიშნა პრემიერმა.
ცნობისთვის, ოკუპირებულ ცხინვალში დღეს, 18 სექტემბერს ე.წ. “საპრეზიდენტო არჩევნები” ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ე.წ. “ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში” ოთხი კანდიდატი იღებს მონაწილეობას:
ე.წ. ცესკოს ცნობით, რეგისტრირებულია შემდეგი კანდიდატები: მარატ კამბოლოვი (ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ); არსებული ცნობებით, სწორედ კაბლოევი მიიჩნევა ე.წ. ფავორიტად.ზურაბ კოკოევი (წარდგენილია ე.წ. პარტია „ერთიანობის“ მიერ);
მურატ ვალიევი (ე.წ. პარტია „ალანიის პატრიოტები“) და კაზბეკ კოდოევი (წარდგენილია ე.წ. ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ).