21 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიების ფარგლებში პირველსემესტრელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიულოცავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, კანცლერი, ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები და სტუმრები.
საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩარიცხული 10 ყველაზე მაღალრეიტინგული პირველკურსელის დაჯილდოება.
საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ, პირველსემესტრელებთან შეხვედრას გამართავენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფაკულტეტების დეკანები და საექთნო და სამეანო საქმის საბაკალავრო პროგრამების კოორდინატორი. შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ ინფორმაციას უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ორგანიზების, აკადემიური გარემოსა და სტუდენტური ცხოვრების ახალ ეტაპთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი ავრცელებს.