ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის - „კარპატული რვიანის“ - შექმნის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამშრომლობის ახალი ფორმატის, „კარპატული რვიანის“ შექმნის შესახებ გამოაცხადა, რომელიც გააერთიანებს უკრაინას და შვიდ ევროპულ ქვეყანას, ასევე ევროკავშირს.

„ვიწყებთ ახალ ფორმატს C8-ს - „კარპატულ რვიანს“, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ და ჩვენს მეზობლებს ევროპაში: რუმინეთს, სერბეთს, პოლონეთს, სლოვაკეთს, ჩეხეთს, ავსტრიას, უნგრეთს და, რა თქმა უნდა, მთლიანად ევროკავშირს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რეგიონული თანამშრომლობის ამ ფორმატმა ზემოაღნიშნული ქვეყნები ერთმანეთთან უნდა დააახლოოს და ევროკავშირის დონეზე ურთიერთობის კიდევ ერთი ელემენტი შექმნას, რომელიც უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ლოჯისტიკისა და საზღვრისპირა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მოიცავს.

„დღეს, პირველად, აქ - უკრაინაში, კარპატების ჩვენს ნაწილში -ვატარებთ სამიტს, რომელიც აერთიანებს კარპატების რეგიონის ყველა სახელმწიფოს, ასევე ჩვენი ქვეყნების რეგიონებსა და თემებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!