დავით მათიკაშვილი - ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს, პოლიტიკა გარედან ვინმემ  ბინძური ფულით დააფინანსოს, ეს ყველამ უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს

ბუნებრივია, ისევ ხაზგასმით დგება საკითხი: რა სურვილი ამოძრავებთ ევროპულ სტრუქტურებსა და მათ უკან მდგომ ძალებს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კანონმდებლობით აკრძალული პროცესი კვლავ ხდება ყოველგვარი წინასწარი დაანონსებისა და შეთანხმების გარეშე? - ასე გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ფარგლებში მიმდინარე სემინარს, რომელიც დიპლომატების მონაწილეობით ბახმაროში იმართება.

მისი თქმით, ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს, რომ გარედან პოლიტიკა ბინძური ფულით ვინმემ დააფინანსოს.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული ცალკეული ევროპული სტრუქტურები ცდილობენ, დააფინანსონ პოლიტიკური პროცესები საქართველოში - ის, რაც ქართული კანონმდებლობით აკრძალულია. ჩვენ ვხედავთ ამის აქტიურ და აქტუალურ მაგალითს, თუ როგორ შეიკრიბნენ ბახმაროში არმაზ ახვლედიანის ლექციების მოსასმენად. გაჟღერებული თემაც კი შინაარსობრივად პრაქტიკულად ამ საკითხს ასახავს. ბუნებრივია, ისევ ხაზგასმით დგება საკითხი: რა სურვილი ამოძრავებთ ევროპულ სტრუქტურებსა და მათ უკან მდგომ ძალებს მაშინ, როდესაც ქვეყანაში კანონმდებლობით აკრძალული პროცესი კვლავ ხდება ყოველგვარი წინასწარი დაანონსებისა და შეთანხმების გარეშე? ეს არის იმის თვალსაჩინო მაგალითი, რაც აქამდეც არაერთგზის გაუკეთებიათ. გვახსოვს ევროპული ფონდები, ხოლო მანამ, სანამ შეერთებულ შტატებში მოქმედი პრეზიდენტი დახურავდა USAID-სა და NED-ს, ამერიკული ფონდებიდანაც იყო მცდელობა, დაეფინანსებინათ არა მხოლოდ ზოგადად პოლიტიკური პროცესები, არამედ ქაოსური პროცესები, მღელვარება, პოლიტიკური ძალებისთვის თანხების ჩარიცხვისა და მიცემის სახით.

გაგახსენებთ, რომ სხვადასხვა საელჩოს ეგიდით ტარდებოდა უწყინარი დასახელების შეხვედრები თუ კონფერენციები, სადაც გამოფენილი იყო სააკაშვილისა და სხვა ბანერები. ეს საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს. ჩვენი ქვეყანა არ დაუშვებს, რომ გარედან პოლიტიკა ბინძური ფულით ვინმემ დააფინანსოს. ეს ყველამ უნდა გაიაზროს და გაითვალისწინოს”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, 1999 წელს დაარსდა. სკოლა ევროპის საბჭოს ეგიდით ფუნქციონირებს. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!