სასწავლო წელი უკვე დაიწყო, წინ კი ეროვნული ნაკრების მორიგი მნიშვნელოვანი მატჩია! სულ მალე, საქართველო უკრაინას დაუპირისპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფეხბურთო ციებ-ცხელება მთელ ქვეყანას მოიცავს.
„ბიბლუსის“ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (GFF) ოფიციალური პრინტითა და ვიზუალით გაფორმებული ექსკლუზიური სასკოლო ნივთები დაგხვდებათ. PONTO-სა და GFF -ს კოლაბორაციით შექმნილი კოლექცია ყოველ წელს აქტუალური და მოთხოვნადია. 24-26 სექტემბერს კი GFF-ის სრულ კოლექციასა და საქართველოს დროშებზე 30% ფასდაკლება დაგხვდებათ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა 28 სექტემბერს დაგეგმილ საქართველო-უკრაინის თამაშს ეროვნული ატრიბუტიკით დაესწროთ.
ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა ეროვნული ნაკრების სიყვარული ყოველდღიურობაშიც გადმოიტანონ და გამოხატონ.
კოლექციაში შედის:
საქართველოს ნაკრების ზურგჩანთები თავისი პრაქტიკული დიზაინითა და გამძლეობით იდეალურია არა მხოლოდ სკოლის წიგნებისა და რვეულების სატარებლად, არამედ ვარჯიშზე წასასვლელადაც. მასში მარტივად მოათავსებთ სპორტულ ფორმას, ბურთსა თუ წყლის ბოთლს.

ზურგჩანთები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერსა და დიზაინში.
თუ თქვენი შვილი ფეხბურთის გულშემატკივარია, საქართველოს ნაკრების სასკოლო ნივთები შესანიშნავი არჩევანი იქნება.
უგულშემატკივრეთ საქართველოს და ატარეთ თქვენი ქვეყნის სიმბოლიკა სიამაყით.
(R)