კონსტანტინე ჩახუნაშვილი - ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა პოლიტიკური ტყვე არ იქნება გარეთ

ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა პოლიტიკური ტყვე არ იქნება გარეთ , - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებული ექიმის, გიორგი ჩახუნაშვილის შვილმა, ექიმმა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა განაცხადა.

კონსტანტინე ჩახუნაშვილის თქმით, გოგი ჩახუნაშვილის გათავისუფლებას არ ელოდა.

„არ ველოდით, მაგრამ ძალიან გაგვიხარდა მთელ ოჯახს. დეტალები არ ვიცოდი, დასაზუსტებელი იყო დეტალები ორივე მხრიდან. დღესვე გადაწყდა უცბად ყველაფერი.

ადამიანი თავის თავთან უნდა იყოს მართალი და ის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. მეორე მხრივ, ბრძოლა, რა თქმა უნდა, გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა პოლიტიკური ტყვე არ იქნება გარეთ“, - განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის საქმეზე მსჯავრდებული ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2026 წლის 19 ივნისს დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 5 -5 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გიორგი ჩახუნაშვილს 3 თვით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. რაც შეეხება ზაქრო ალბუთაშვილს მის მიმართ დანიშნული სასჯელი შეიცვალა და 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ჩახუნაშვილი დღეს სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. გიორგი ჩახუნაშვილს სახელმწიფო ბრალდება ედავება ჯგუფურად ჩადენილი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!