ძალიან დაინტერესებული ვართ იმაში, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ “კარპატული რვიანის” პირველ სამიტზე განაცხადა.
“ძალიან დაინტერესებული ვართ იმაში, რომ სერბეთი უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, ვიდრე რუსეთთან. ეს სერიოზული სამუშაოა. რა თქმა უნდა, ეს არჩევანია სერბეთის შიგნით, სერბი ხალხის, მაგრამ ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ იმისთვის, რათა ვაჩვენოთ ნამდვილი, კარგი, კეთილმეზობლური ურთიერთობები”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მედია აღნიშნა, რომ ზელენსკიმ და სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა “კარპატული რვიანის” სამიტზე განიხილეს უკრაინისა და სერბეთის ევროინტეგრაცია, რუსეთის დარტყმების მხრივ არსებული ვითარება და ასევე, შეთანხმებები, რომლებიც ზელენსკის ბელგრადში ვიზიტის დროს იქნა მიღწეული.