აშშ-ს პრეზიდენტმა, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში შესვლას უკრძალავს CNN-ს, MSNBC-სა და Politico-ს „ყალბი ამბების გავრცელების“ გამო.
Truth Social-ზე გამოქვეყნებულ "პოსტში" მან მედიასაშუალებები გააკრიტიკა.
"ამაყად ვაცხადებ, რომ დაუყოვნებლივ ვუკრძალავ თეთრ სახლში შესვლას „ყალბი ამბების“ გამავრცელებელ CNN-ს, MSNBC-ს (რომელმაც ცოტა ხნის წინ სახელი შეიცვალა MSNBC-დან, რადგან მაყურებელი და სანდოობა დაკარგა!) და Politico-ს (რომელმაც აშშ-ის მთავრობისგან — „თაღლითი ჯო ბაიდენის“ მმართველობის პერიოდში — მიიღო უკანონო და აბსურდული, 8-მილიონიანი კონტრაქტი; ეს აბსოლუტური რეკორდია და მიზნად მათ „გადარჩენას“ ისახავდა - ჩემთვის ეს კორუფციას ჰგავს!) - და ეს ყველაფერი მათი მხრიდან „ყალბი ამბების“ მუდმივი გავრცელების გამო ხდება!“, - დაწერა ტრამპმა.